22/07/2026
მოგესალმებით მეგობრებო!
🚨 ერთი შეხედვით უწყინარი ვებგვერდის მონახულებაც კი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს თქვენი WhatsApp Web-ის მონაცემების კომპრომეტირებისთვის.
ახლახან აღმოჩენილი კრიტიკული მოწყვლადობა CVE-2026-48294, რომელიც Adobe Acrobat-ის Google Chrome ბრაუზერის გაფართოებაში დაფიქსირდა თავდამსხმელს შესაძლებლობას აძლევდა, რომ კიბერ კრიმინალს სპეციალურად მომზადებული ვებგვერდის მსხვერპლის მიერ მონახულებით წვდომა მიეღო მისი WhatsApp-ის:
* 💬 შეტყობინებების შინაარსზე;
* 👤 კონტაქტების სახელებზე;
* 👀 ჩატების წინასწარ გადახედვაზე (Chat Preview);
* 🖼️ პროფილის ინფორმაციაზე.
ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ამისთვის არ იყო საჭირო:
* მავნე პროგრამის (Malware) ინსტალაცია;
* მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემების მოპარვა;
* Session Cookie-ების მოპოვება ან გატაცება.
ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საფრთხე ყოველთვის არ მოდის საეჭვო ფაილის გადმოწერიდან ან ფიშინგ შეტევიდან. ზოგჯერ უბრალოდ მავნე ვებგვერდზე ვიზიტიც კი საკმარისია სენსიტიური ინფორმაციის კომპრომეტირებისთვის, თუ თქვენს ბრაუზერში მოწყვლადი გაფართოებაა დაინსტალირებული.
📌 Adobe Acrobat-ის Chrome გაფართოებას 314 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს, რის გამოც მოცემული უსაფრთხოების სისუსტის პოტენციური გავლენა განსაკუთრებით დიდ მასშტაბს აღწევს.
კიბერ სენსეი მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია ბრაუზერისა და მისი გაფართოებების ვერსიების დროული განახლება, რადგან სწორედ მათში აღმოჩენილი მოწყვლადობები ხშირად იქცევა წარმატებული კიბერშეტევის საწყის წერტილად.
#კიბერსენსეი