ჰაკათონი არის მარათონი, სადაც მონაწილეები მოკლე დროში მუშაობენ სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით ახალ, ინოვაციურ იდეებზე. ATSUHACK განხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფის მიერ სტუდენტური თვითმმართველობისა და FABLAB_ATSU_ს მხარდაჭერით. პროექტში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100 ადამიანი, რომლებიც დარეგისტრირდებიან ინდივიდუალურად. პირველ დღეს, პროექტის გახსნის შ
ემდეგ მონაწილეებს მიეცემათ დრო შესთავაზონ ერთმანეთს საკუთარი უნარი და შესაძლებლობები და სურვილის შემთხვევაში გაერთიანდნენ გუნდებად. პროექტის ძირითადი ნაწილის დავალებისათვის დათმობილი დროის - 48 საათის ათვლა დაიწყება გუნდებს ჩამოყალიბების შემდეგ. დავალების შესრულების დროს მონაწილეები იქნებიან განთავსებულნი სპეციალურად აღჭურვილ სივრცეში, რომლის დატოვების უფლება არ აქვთ (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). მათთვის ხემისაწვდომი იქნება წყალი და საკვები. შესვენებების დროს კი სპეციალურად მოწვეული სპიკერები ჩააატარებენ წინასწარ განსაზღვრულ თემატიკაზე ლექციას (5 ლექცია). ტრენინგზე დასწრება მონაწილეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
მოხდება პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების პერიოდულად განთავსება და ფეისბუქში ლაივ სტრიმით გადაცემა.
ჯგუფებისთვის სამუშაოდ მიცემული 48 საათის ამოწურვის შემდეგ თითოეული გუნდი პრეზენტაციის სახით წარადგენს საკუთარ ნამუშევარს.
გამარჯვებულს კი გამოვლენს კომპეტენტური ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით:
• იდეის ინოვაციურობა
• შესრულების ხარისხი
• გამოყენების პერსპექტივა/პრეზენტაცის ხარისხი.
პროექტს ეყოლება სამი გამარჯვებული გუნდი და გადანაწილდება საპრიზო ფონდი 5 000 ლარი (I - 2500 ლარი, II - 1500, III - 1000 ლარი) ასევე სპეციალური პრიზები გადაეცემათ გუნდებს სპონსორების მიერ დაწესებულ ნომინაციების მიხედვით.