Lemons Development

Lemons Development ვაკეთებთ საქმეს, რომელიც კარგად ვიცით💛

ჩვენ ვქმნით მაღალი სტანდარტების შესაბამის, გამართულ, კომფორტულ და დამკვეთის ინტერესებზე მორგებულ მარკეტინგულ აქტივობებს..

ჩვენ ბაზარზე პიარის, მარკეტინგის, კვლევის, პროექტმენეჯმენტის, დიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ღირებული გამოცდილებისა და მაღალი რეპუტაციის გუნდი ვართ!

ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი უდიდესი რესურსი (მრავალფეროვანი სარეკალმო არხები, ტექნიკური შესაძლებლობები) და გუნდია, რომელიც ოპტიმალურად იყენებს ამ რესურსს.

მუდმივად ცვალებად სამყაროში ჩვენ ვზრუნავთ პარტნიორების განვითარებასა და მის სტაბილურ წარმატებაზე. ვაფასებთ ურთიერთმომგებიან ცოდნასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობის სტილი პოზიტიური, ღია, თანამედროვე, დინამიური, აქტიური და, რა თქმა უნდა, მხიარული და ხალისიანია!

ჩვენ გვენდობიან!
ჩვენი ყოველი პროდუქტი ფიქრის, კვლევისა და მსჯელობის შემდეგ იქმნება და სწორედ ესაა იმ დიდი ნდობის საფუძველი, რომელსაც ჩვენი დამკვეთები გვიცხადებენ!

რატომ ჩვენ?
ნაბიჯ-ნაბიჯ, დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების, იმედაგაცრუებების კვალდაკვალ იყო გამარჯვებები, გათენებული ღამეებით მოტანილი წარმატების სიხარული და სწორედ პატარ-პატარა შეცდომებმა და წარმატებებმა ის უდიდესი გამოცდილება მოიტანა, რითაც დღეს ვამაყობთ.

დიახ, სწორედ უზარმაზარმა გამოცდილებამ მოგვცა ის განსხვავებული მიდგომა და ხედვა, რაც კონკურენტებისგან გამოგვარჩევს:

• მხოლოდ ორიგინალური გადაწყვეტილებები;

• მაღალი ხარისხი;

• გუნდურობა;

• პასუხისმგებლობა;

• კომუნიკაბელურობა;

• პარტნიორების იმიჯზე ზრუნვა;

• მაღალი ორგანიზაციული კულტურა;

• შიდა კორპორატიული კულტურა;

• თანამშრომლებზე ზრუნვა;

🥷 გინდა დიდი საიდუმლო გაგიმხილო?⤷ ადამიანებს ყველა რეკლამა არ სძულთ.💁‍♂️ მათ სძულთ ის რეკლამა, რომელიც ხელს უშლით.⤷ დიახ...
26/10/2026

🥷 გინდა დიდი საიდუმლო გაგიმხილო?

⤷ ადამიანებს ყველა რეკლამა არ სძულთ.

💁‍♂️ მათ სძულთ ის რეკლამა, რომელიც ხელს უშლით.

⤷ დიახ, განსხვავება ძალიან დიდია.

✅ მსოფლიო თუ სცენას ჰგავს, რომელზეც ყოველდღე ათასობით ამბავი თამაშდება.

⤷ რეკლამაც ამ სცენის ნაწილია:

ㆍჩნდება;
ㆍგვესაუბრება;
ㆍქრება.

🤌 ადამიანის მეხსიერება კი ჰგავს მუზეუმს, სადაც მხოლოდ რჩეული მოგონებები მოიყრის ხოლმე თავს და ხანდახან კარგ რეკლამას შეუძლია ისეთივე გავლენა მოახდინოს ჩვენს ემოციებზე, როგორც კარგ წიგნსა თუ მელოდიას.

⤷ ამიტომ, როგორ უნდა მოვიქცეთ?

ㆍჩვენი კონტექნტი უნდა მოვარგოთ სწრაფ CTA-ს;
ㆍადამიანის ემოციებს უნდა შევეხოთ.

🔄 პასუხი მარტივია - ორივე.

⤷ აი, სწორედ აქ გჭირდება:

ㆍგამოცდილება;
ㆍცოდნა;
ㆍსწორად განაწილებული ბიუჯეტი.

🥹 სწრაფი CTA აუცილებელია გაყიდვებისთვის, თუმცა, თუ მომხმარებლის ემოციას არსაიდან ახსოვხარ, მაშინ გაყიდვის შანსი საგრძნობლად მცირდება.

⤷ გამოსავალი ერთადერთია - სწორად დაბალანსებული კონტენტი.

⤷ მაგრამ იცი როგორ უნდა გააკეთო ეს?

🍋 აი, Lemons Development-ში ვიცით და შემდეგი ნაბიჯი შენზეა.

24/10/2026

🥷 თქვენი პროექტი კარგია. მაშინ რატომ არ იყიდება?

23/10/2026

🥷 თუ საკმარისი გაყიდვები არ გაქვს...

⤷ შეიძლება მანიფესტაციამ გიშველოს,
ან იქნებ უბრალოდ ხელი ჩაიქნიო?

⤷ ხშირად თითქოს გამოსავალი არ არსებობს
და სასოწარკვეთილი მისჩერებიხარ სტატისტიკას.

⤷ მაგრამ სანამ იმედგაცრუება მოიცავს შენს გონებას - დაფიქრდი.

🍋 იქნებ მთელი "გადარჩენის გზა" ერთი მარტივი ცვლილების მიღმა იმალება.

21/10/2026

👻 განა მართლა უჩინარია ის, რასაც თვალით ვერ ვამჩნევთ?

თითქოს რასაც ცხადად ვერ ვხედავთ, ის არც არსებობს.

არადა, სწორედ მანდ არის გასაღები, რასაც მზის შუქი იხილავს ხოლმე.

ჩვენი ოფისის კარს მიღმა ამბებს თუ ყურს დაუგდებ აღმოაჩენ, რომ - აქ ქაოსიც კი შემოქმედებით ენერგიად გარდაიქმნება და იწყება ის თავგადასავალი, რომელზეც შემდეგ ყველა ვსაუბრობთ.

ამიტომ, მუდამ გახსოვდეს, რომ

• ხმა, რომელიც ზარის შემდეგ გესაუბრება;
• რეკლამა, რომელიც გხვდება;
• ამბები, რომელსაც კითხულობ;
• სახლი, რომლის შეძენასაც აპირებ;
• თანადგომა, რომელიც ჩვენთან გხვდება…

ამ დიდი თავგადასავალის ნაწილია.

რადგან "ვნების სიმძაფრე შენებაშია" ჩვენი გზა მუდამ გრძელდება ზრუნვით, საქმის სიყვარულითა და სურვილით, რომ შემდეგი თავი წინას ჯობდეს.

✨ გამარჯობა, ეს "Lemons Development"-ია და თქვენ სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდით.

🥷 პირველ რიგში, ყველა იურისტი მოვიშოროთ!⤷ კაი, ნუ დაიძაბები, უბრალოდ უილიამ შექსპირის ეს ცნობილი ფრაზა დღესაც ხშირად ისმ...
16/10/2026

🥷 პირველ რიგში, ყველა იურისტი მოვიშოროთ!

⤷ კაი, ნუ დაიძაბები, უბრალოდ უილიამ შექსპირის ეს ცნობილი ფრაზა დღესაც ხშირად ისმის ირონიულ კონტექსტში.

⤷ მაგრამ აბა, ამას ბიზნესის პერსპექტივიდან შევხედოთ - როგორია კომპანია იურისტების გარეშე?

🤌 მავანნი იტყვიან, რომ ბევრი არაფერი შეიცვლებოდა - ბიზნესი გააგრძელებდა მუშაობას, გაყიდვები მაინც გაიზრდებოდა, ახალი პროექტები დაიწყებოდა, გარიგებები დაიდებოდა.

⤷ მაგრამ კულისებს მიღმა ნელ-ნელა თავს მოიყრის რისკები, რომელთა დანახვაც ხშირად მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა მათი შედეგები ცუნამივით გადაუვლის კომპანიას.

✅ დიახ, მეგობარო, იურისტები ხშირად არიან კომპანიის მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი.

🍋 "Lemons Development"-ში არსებობს იურიდიული დეპარტამენტი,
რომელიც მუშაობს არამარტო კომპანიის შიდა საკითხებზე,
არამედ, ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანიებისთვისა და მათი მობინადრეებისთვის.

⤷ ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტისა და საკითხის გავლა შესაძლებელია ადგილზევე,

⤷ რაც მნიშვნელოვნად ზრდის - სანდოობის ხარისხს და ზოგავს დროს, რომელიც სხვა იურისტის ძებნაში უნდა დახარჯულიყო.

🥹 ჰოდა, მერე რა, თუ იურისტები ხშირად კარს მიღმა სხედან და იშვიათად არიან მეინსტრიმზე?

⤷ ძლიერი კომპანია დგას იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამართლებრივად გამართული, გააზრებული და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულია.

🥷 ლიდი მწამს, გაყიდვები მაკვირვებს...⤷ დიახ, ძალიან ხშირად გადააწყდები სიტუაციას, როდესაც უამრავი ლიდი შემოდის, თუმცა ეს...
15/10/2026

🥷 ლიდი მწამს,
გაყიდვები მაკვირვებს...

⤷ დიახ, ძალიან ხშირად გადააწყდები სიტუაციას, როდესაც უამრავი ლიდი შემოდის, თუმცა ეს გაყიდვებად არ ითარგმნება.

✅ მოდი, კარგი ამბით დავიწყოთ - თუ ბევრი ნომერი გაქვს, მაშინ რეკლამამ ნამდვილად იმუშავა!

🤌 თუმცა, თუ ამას გაყიდვა არ მოჰყვა,
მაშინ რეკლამაც უბრალოდ დამატებითი ხარჯია.

⤷ ამირანს შეიძლება გამოსდგომოდა გულში სიმღერა,
თუმცა ბიზნესს - არამგონია.

💁 მაშ სად მიდის, ან ვინ იპარავს ლიდებს?!

⤷ სტატისტიკურად ამ უსიამოვნო ამბავს 4 ყველაზე გავრცელებული მიზეზი აქვს:

ㆍდაგვიანებული რეაგირება;
ㆍლიდების არასწორი დამუშავება;
ㆍმომხმარებლის საჭიროებების არასწორი გაგება;
ㆍგუნდის არათანმიმდევრული მუშაობა.

⤷ ჰოდა, სანამ შენ ნერვიულობ, შენი მომხმარებლის გული უკვე სხვას აქვს მოტაცებული.

⤷ თუმცა, სწორად გაგვიგეთ, ლიდებს მხოლოდ კონკურენტები არ იპარავენ.
ზოგჯერ მათ ჩვენი პროცესების ხარვეზებიც გვაკარგვინებს.

🍋 სწორედ ამიტომ Lemons Development-ში ყველა პროცესი ერთიან სისტემაშია მოქცეული, ხოლო ჩვენი საკუთარი CRM გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ ლიდის გადაადგილების მარშრუტი - პირველი კონტაქტიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

⤷ ვხედავთ, სად ფერხდება კომუნიკაცია, რომელ ეტაპზე იკარგება პოტენციური მომხმარებელი და სად არის პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

✅ მსგავსი მიდგომით შეცდომის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

12/10/2026

🥷 რას იზამ, თვალი ჭამს და თვალი სვამს, მოგვწონს იმის დანახვა, თუ რას შეცვლის ესა თუ ის პროდუქტი ჩვენს ცხოვრებაში.

⤷ იცი, რომ ემოციების, სთორითელინგისა და ზედმეტი ემპათიის გარეშე - მაინც შეგიძლია გაყიდო.

⤷ დადებ განცხადებას და მერწმუნე, ვინმე აუცილებლად მოგწერს.

🤌 მაშინ, აბა, რა საჭიროა ეს ამდენი "თავის ტკივილი"?

⤷ არ დაიბნე.

✅ ამას რამდენიმე მარტივი და ცალსახა მიზეზი აქვს:

ㆍხშირი ნახვა ზრდის ნდობას, რადგან ჩვენ უფრო მეტად ვენდობით ნაცნობ პატერნებს ვიდრე ახალსა და უცხოს - ამიტომ გჭირდება ერთი სახელი, ლოგო და ა.შ.;
ㆍთუ დიდად ამბიციები არ გაქვს, მაშინ ვერც მოგედავები, მაგრამ როგორც კი კონკურენტულ ბაზარზე შედგამ ფეხს, ეგრევე შეეჯახები "ბრენდინგის ქარიშხალს" და აღმოაჩენ, რომ შენი კონკურენტი მხოლოდ იმიტომ ყიდის შენზე 100- ჯერ მეტს, რომ მისმა მარკეტერებმა ამაღელვებელი სარეკლამო კამპანია გაუშვეს.

💁‍♂️ შესაძლოა სამყაროს შეცვლა არ შეგიძლია, თუმცა, შენი ბიზნესის შემოსავალი ნამდვილად შეგიძლია შეცვალო.

ㆍსწორედ ამიტომ გჭირდება - ემოცია, სთორითელინგი, ბრენდინგი და საერთოდ ყველაფერი, რაც ჩვენ, ძალიან ემოციურ არსებებს - ადამიანებს შენი პროდუქტის ყიდვას მოგვანდომებს.

🥹 არ იცი როგორ?
🍋 კაი, მოგვწერე:
[email protected]

🥷"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".⤷ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა სტანდარტი უნდა დავიცვათ რომ გავყიდ...
08/10/2026

🥷"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

⤷ სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა სტანდარტი უნდა დავიცვათ რომ გავყიდოთ?

⤷ პირველ რიგში უნდა შევამჩნიოთ სამყაროს უჩვეულო წესი:

ㆍვინც ფულს იხდის, ის საუბრობს.

და რადგან ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება,
დიდად სავარაუდოა, რომ ამ წესსაც აქვს უდიდესი კანონზომიერება.

🤌 მაშ, რა უნდა ქნას გაყიდვების მენეჯერმა - ისაუბროს, თუ უსმინოს?

ამ შეკითხვაზე პასუხი სულაც არ არის ბუნდოვანი:

ㆍ30 - 40% ლაპარაკი;
ㆍ60 - 70% მოსმენა და კითხვების დასმა.

⤷ რადგან თუ გინდა რომ ვინმეს რამე - აუხსნა, დაარწმუნო, აჩვენო ან შესთავაზო...

✅ ჯერ უნდა მოუსმინო და გაიგო - საერთოდ რა სურს?!

⤷ მაგრამ მთავარი ჯადოქრობა ის არის, რომ ამის შემდეგ ხელს უწყობ მომხმარებელს რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და აირჩიოს ზუსტად ის, რაც გულით სურს და დიახ, გილოცავთ, ასე იბადება ნდობა.

🧏‍♂️ ნდობა კი სწორედ ის არის რაც გაყიდვების 50%-ს შეადგენს.

🍋 "Lemons Development" -ში კი აღნიშნულ ცოდნას ყოველდღიურობაში ვიყენებთ, მეტიც დღეში რამდენიმეჯერ და ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ეზრდებათ არამარტო გაყიდვები,არამედ მომხმარებლის ნდობაც.

⤷ ეს ყველაფერი კი ჩვენი ცოდნის მხოლოდ 0.3%-ია.

06/10/2026

🥷 სად წყდება ჯაჭვი, რომელიც აჩერებს გაყიდვებს?!

⤷ გაიგე ამბავი სინქორნულ მუშაობაზე, სადაც ენერგია "დამნაშავის" ძებნაში კი არა,
შედეგების ზრდაში იხარჯება.

✅ მოდელი, რომელიც არასოდეს კარგავს ეფექტურობას

01/10/2026

🥷 სამყაროში ყველაფერი მეორდება და არსებობს პატერნი, რომელიც ყველა საუკუნეში მუშაობს.

⤷ ცოდნა, რომელიც კაცობრიობამ დააგროვა არ იკარგება
და ჩვენ ამას საქმეში ვიყენებთ.

⤷ როგორ?

✅ ამაზე ვიდეოში მოგიყვებით.

Address

Tsereteli Avenue 117a
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Telephone

+995322450101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Lemons Development posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Lemons Development:

Shortcuts

Share