Integra

Integra Ltd Integra is oriented on the transformation of the issues into cutting edge digital solutions. ახალი ტექნოლოგიების ინტეგრატორი

The company’s main areas of expertise include Computing Infrastructure, Network & Security, Video Monitoring, and Analytics.

HP Poly — პროფესიონალური ვიდეოკონფერენციის ინფრასტრუქტურა თანამედროვე ბიზნესისთვისთანამედროვე კომპანიებში შეხვედრების დი...
24/08/2026

HP Poly — პროფესიონალური ვიდეოკონფერენციის ინფრასტრუქტურა თანამედროვე ბიზნესისთვის

თანამედროვე კომპანიებში შეხვედრების დიდი ნაწილი ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება — ოფისში მყოფი თანამშრომლები, რეგიონული ფილიალები, დისტანციური გუნდები და საერთაშორისო პარტნიორები ერთ შეხვედრაში უნდა ჩაერთონ ისე, რომ კომუნიკაცია იყოს მკაფიო, სტაბილური და მარტივად სამართავი.

სწორედ ამისთვის არის შექმნილი HP Poly — პროფესიონალური ვიდეოკონფერენციის გადაწყვეტილებების ფართო პორტფელი, რომელიც მოიცავს მცირე meeting room-ებიდან დიდ საკონფერენციო სივრცეებამდე საჭირო ტექნოლოგიებს.

HP Poly-ს პორტფელში შედის All-in-One ვიდეობარები, კამერები, მიკროფონები, touch controller-ები, USB გადაწყვეტილებები და მოდულური სისტემები, რომლებიც კონკრეტული სივრცისა და სამუშაო პროცესის მიხედვით ირჩევა.

მცირე და საშუალო შეხვედრის ოთახებისთვის ხელმისაწვდომია კომპაქტური All-in-One გადაწყვეტილებები, ხოლო დიდი საკონფერენციო სივრცეებისთვის — უფრო ძლიერი და გაფართოებადი სისტემები, დამატებითი კამერების, მიკროფონებისა და მართვის მოწყობილობების მხარდაჭერით.

HP Poly-ს სისტემები ასევე იყენებს AI ფუნქციებს, მათ შორის ავტომატურ framing-ს, speaker tracking-სა და ხმაურის შემცირების ტექნოლოგიებს, რაც ვიდეოშეხვედრებს უფრო ბუნებრივსა და ეფექტურს ხდის.

ეს გადაწყვეტილებები განსაკუთრებით გამოსადეგია:

ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სასტუმროებისთვის, საერთაშორისო კომპანიებისთვის, რეგიონული ფილიალების მქონე ბიზნესებისთვის და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, სადაც ვიდეოშეხვედრები ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილია.

Integra არის HP-ის ოფიციალური პარტნიორი და მომხმარებლებს სთავაზობს HP Poly-ზე დაფუძნებული ვიდეოკონფერენციის სისტემების სრულ ციკლს — საჭიროებების ანალიზიდან და შესაბამისი გადაწყვეტის შერჩევიდან, მოწყობილობების მიწოდებამდე, მონტაჟამდე, ინტეგრაციამდე და ტექნიკურ მხარდაჭერამდე.

თუ გეგმავთ ახალი საკონფერენციო ოთახის მოწყობას ან არსებული ვიდეოკონფერენციის ინფრასტრუქტურის განახლებას, Integra დაგეხმარებათ თქვენი სივრცისა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული HP Poly გადაწყვეტის შერჩევაში.

HP Poly — პროფესიონალური ვიდეოკონფერენციის ინფრასტრუქტურა თანამედროვე ბიზნესისთვის თანამედროვე კომპანიებში შეხ.....

21/08/2026

საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC

Integra უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს Fortinet⁠-თან და ახორციელებს ქსელური ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების პროე...
17/07/2026

Integra უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს Fortinet⁠-თან და ახორციელებს ქსელური ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების პროექტებს სხვადასხვა მასშტაბის ბიზნესებისთვის.

Fortinet-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ჩვენი ტექნიკური გუნდის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ პროფესიონალურად შერჩეული გადაწყვეტილებები და კონკურენტული კომერციული პირობები
ზედმეტი რესურსებისა და არასაჭირო ხარჯების გარეშე.

თუ განიხილავთ Fortinet-ის გადაწყვეტილებების დანერგვას, არსებული ქსელური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განახლებას ან მოძველებული მოწყობილობების ჩანაცვლებას, Integra-ს გუნდი მზად არის დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების შერჩევასა და განხორციელებაში.

კავკასიის უნივერსიტეტში „5G და ახალი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026“ გაიმართაკავკასიის უნივერსიტეტში, ე...
28/03/2026

კავკასიის უნივერსიტეტში „5G და ახალი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026“ გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — SECURE — ფარგლებში გაიმართა „5G და ახალი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (Scientific Cyber Security Association - SCSA), ხოლო Integra ჰაკათონის პარტნიორი იყო. აღნიშნული ღონისძიება უკვე მესამე ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც SCSA-სა და Integra-ს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს საქართველოში კიბერუსაფრთხოების პრაქტიკული ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტალანტების აღმოჩენას და პროფესიული უნარების გაძლიერებას.

ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 60-მდე დაინტერესებულმა პირმა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურიდან, ასევე საგანმანათლებლო სექტორიდან.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს სპეციალურად ამ ჰაკათონისთვის შექმნილი CTF დავალებები, რომლებიც ორიენტირებული იყო პრაქტიკული ცოდნის, ტექნიკური უნარებისა და რეალურ კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე მუშაობის შესაძლებლობის გამოვლენაზე.

შეჯიბრების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული — „საქართველოს საუკეთესო ჰაკერი 2026“ გიორგი გელაშვილი, რომელსაც პარტნიორი კომპანიის, MSI-ისგან, გადაეცა Gaming Laptop. ასევე, სხვა მონაწილეებს გადაეცათ MSI-ის სიმბოლური პრიზები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ჰაკათონის პარტნიორები იყვნენ Abris Distribution, ERC Distribution Georgia, MSI Gaming, Fortinet და Integra.

Integra-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. SCSA-სთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი პარტნიორობის ნაწილია.

Address

9 N. Kipshidze Street
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

995322970052

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Integra posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Integra:

Shortcuts

Share