ვესტელმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება 1983 წელს დაიწყო და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების ინოვაციურობისა და სრულყოფის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკის წარმოებას. გაზრდილი მუშაობის ეფექტურობა უზრუნველყოფს წარმოების შემცირებულ ხარჯებსა და ტექნიკის ხელმისაწვდომ ფასს. ვესტელის საწარმოები 1 მილიონ კვა
დრატულ მეტრზე არის გადაჭიმული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 14 000 ადამიანს აღემატება, წლიურმა წარმოებამ კი 35 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. წარმოებული ტექნიკის ექსპორტი მსოფლიოს 140 ქვეყანაში ხორციელდება. შპს "მატექს ჯორჯია" ვესტელის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
ვესტელის მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი შემოსავლის მქონე პირს შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის სასურველი საოჯახო ტექნიკა 5 წლიანი გარანტიით, უფასო მიტანითა და მონტაჟით. ვესტელში ასევე მოქმედებს მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული 0%-იანი, 24 თვიანი, სწრაფი და სხვა მრავალი სახის განვადებები.
ჩვენი ტექნიკის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ. შესაძენად მიჰყევით ბმულს: https://vestel.ge/