FMG Soft

FMG Soft #გაციფრულდი

💡 ERP მხოლოდ დიდი ბიზნესისთვისაა? ეს მითი დიდი ხანია მოძველდა.📈 ბიზნესის მასშტაბს მხოლოდ თანამშრომლების რაოდენობა არ გან...
18/08/2026

💡 ERP მხოლოდ დიდი ბიზნესისთვისაა? ეს მითი დიდი ხანია მოძველდა.

📈 ბიზნესის მასშტაბს მხოლოდ თანამშრომლების რაოდენობა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, რამდენ მომხმარებელს ემსახურება კომპანია, რამდენ ოპერაციას მართავს, რამდენად კომპლექსურია მისი მონაცემები და რა სისწრაფით იზრდება.

ზრდასთან ერთად მატულობს მომხმარებლების, შეკვეთების, გაყიდვების, მარაგებისა და ფინანსური მონაცემების მოცულობაც. როდესაც ეს ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამაში, ცხრილსა და დოკუმენტშია გაფანტული, იზრდება შეცდომების, დაგვიანებებისა და კონტროლის დაკარგვის რისკი.

⚙️ Odoo ერთ ინტეგრირებულ ERP სისტემაში აერთიანებს CRM-ს, გაყიდვებს, მარაგებს, ფინანსებსა და სხვა ბიზნესპროცესებს.

მისი მოქნილი მოდელი საშუალებას გაძლევთ, დაიწყოთ მხოლოდ იმ ფუნქციებით, რომლებიც დღეს გჭირდებათ და სისტემა ბიზნესის განვითარებასთან ერთად ეტაპობრივად გააფართოოთ.

🔍 მთავარი კითხვა ასეთია:

მზად არის თუ არა თქვენი ბიზნესი მეტი მოცულობისა და უფრო კომპლექსური პროცესების სამართავად?

ERP-ის დანერგვა ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როცა ბიზნესი ზრდას გეგმავს და არა მაშინ, როცა პროცესები უკვე ქაოსური გახდა.

🚀 გაიგეთ, როგორ შეიძლება Odoo მოერგოს თქვენი ბიზნესის მიმდინარე საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.

შეავსე ფორმა: https://b24-lyfafn.bitrix24.site/crm_form_5lsnw/

🚀FMG SOFT | Odoo Gold Partner

💳 გიჭირთ იმის დადგენა, ვის და რომელ ბინას ეკუთვნის თანხის გადახდის ტრანზაქცია?დეველოპერულ კომპანიებში გადახდის სწორ კლიე...
14/08/2026

💳 გიჭირთ იმის დადგენა, ვის და რომელ ბინას ეკუთვნის თანხის გადახდის ტრანზაქცია?

დეველოპერულ კომპანიებში გადახდის სწორ კლიენტთან და ბინასთან დაკავშირება ხშირად დიდ დროსა და ხელით გადამოწმებას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანხას უშუალოდ კონტრაქტორი არ რიცხავს. მაგალითად, შიდა განვადების შენატანს მის ნაცვლად ოჯახის წევრი ან სხვა პირი ახორციელებს.

⚙️ EASY CRM-ის ახალი ფუნქცია ამ პროცესს ავტომატურად მართავს.

ალგორითმი აანალიზებს სისტემაში არსებულ შესაბამის მონაცემებს და 95% სიზუსტით ადგენს, ვის ეკუთვნის გადახდა.

ფუნქცია აერთიანებს:
• გადახდის იდენტიფიკაციას
• გადამხდელის ვერიფიკაციას
• დაუხარისხებელი ტრანზაქციების მართვას

📊 შედეგად, ფინანსური გუნდი ნაკლებ დროს ხარჯავს ხელით ძიებასა და მონაცემების შეჯერებაზე. მცირდება შეცდომის რისკი და იზრდება კონტროლი თითოეულ ტრანზაქციაზე.

EASY CRM დეველოპერული კომპანიების ფინანსურ პროცესებს უფრო სწრაფს, ზუსტსა და მართვადს ხდის.

გაინტერესებთ, როგორ იმუშავებს ეს ფუნქცია თქვენს კომპანიაში? დაჯავშნე დემო: https://b24-lyfafn.bitrix24.site/Easy_CRM/

👋 ჩვენს გუნდს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ანა ტაბიძე შემოუერთდა.🎓 ანას ადამიანური კაპიტალის მართვისა და ო...
12/08/2026

👋 ჩვენს გუნდს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ანა ტაბიძე შემოუერთდა.

🎓 ანას ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში 11-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და წლების განმავლობაში საქმიანობდა როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს კომპანიების მხარდაჭერას შიდა საოპერაციო მართვის სისტემების დანერგვის მიმართულებით.

👥 FMG SOFT-ში ანა ტალანტების მოძიებასა და ადამიანური კაპიტალის მართვას უხელმძღვანელებს. მისი პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს ძლიერი გუნდის ფორმირებას, თანამშრომელთა განვითარების მხარდაჭერასა და ჩვენი ორგანიზაციული კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებას.

🎉 გვიხარია, რომ ანა ჩვენი გუნდის წევრია და წარმატებას ვუსურვებთ ახალ პოზიციაზე!

📈 რა ხდება მაშინ, როცა ბიზნესი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ERP?ყველა კომპანიის მიზანი მასშტაბირებაა, თუმცა სწრაფ ზრდას ხ...
07/08/2026

📈 რა ხდება მაშინ, როცა ბიზნესი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ERP?

ყველა კომპანიის მიზანი მასშტაბირებაა, თუმცა სწრაფ ზრდას ხშირად ფარული საფრთხე ახლავს: საოპერაციო ქაოსი. როდესაც კომპანიას ემატება ახალი ფილიალები, ფართოვდება საწყობი და იზრდება შეკვეთების ნაკადი, ძველი ინსტრუმენტები (Excel-ის უსასრულო ცხრილები და ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე პროგრამები) ბიზნესის განვითარების მთავარი მუხრუჭი ხდება.

როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ არსებული პროგრამა უკვე გაფერხებთ?

- მონაცემების გადატანა და სინქრონიზაცია ხელით გიწევთ სხვადასხვა სისტემას შორის;
- საწყობის ნაშთების, გაყიდვებისა და ფინანსების რეალური, დროული სურათის დანახვა შეუძლებელია;
- რამდენიმე ფილიალის ოპერაციების კონტროლი დიდ დროს, ენერგიასა და მიკრო-მენეჯმენტს მოითხოვს.

💡 Odoo-ს გლობალური წარმატების ისტორიები ერთ მკაფიო იდეას აერთიანებს: ბიზნესი ინარჩუნებს კონტროლს სწრაფი ზრდის დროს მხოლოდ მაშინ, როცა მისი ERP მასთან ერთად მასშტაბირდება.

Odoo-ს ერთიანი ეკოსისტემა აქრობს ქაოსს. მრავალსაწყობიანი მართვა, ფილიალების ცენტრალიზებული კონტროლი და ავტომატიზებული შეკვეთები საშუალებას გაძლევთ, ფოკუსირდეთ სტრატეგიულ განვითარებაზე და არა ყოველდღიური რუტინის მოგვარებაზე.

🚀 FMG SOFT-ში ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ფრაგმენტული პროცესებიდან ერთიან, მოქნილ სისტემაზე გადასვლაში. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მზად არის თქვენი ხვალინდელი მიზნებისთვის.

ტექნოლოგიების განვითარება და ბაზრის რთული მოთხოვნები ჩვენ თვალწინ სრულიად ახალ პროფესიებს აჩენს.ყოველდღიურად, როდესაც მა...
04/08/2026

ტექნოლოგიების განვითარება და ბაზრის რთული მოთხოვნები ჩვენ თვალწინ სრულიად ახალ პროფესიებს აჩენს.

ყოველდღიურად, როდესაც მასშტაბურ ERP სისტემებს ვნერგავთ და ვავითარებთ, ვხედავთ, რომ ამ ახალი კარიერული შესაძლებლობების ეპიცენტრში თავად ვიმყოფებით. როგორც დამსაქმებელმა, ზუსტად ვიცით, რომ ხვალინდელ ბიზნესს და უშუალოდ ჩვენს გუნდს აღარ სჭირდება სისტემის რიგითი ოპერატორი. ჩვენი ინდუსტრია ახლა ეძებს:

- ბიზნესპროცესების არქიტექტორებს, რომლებიც AI და ERP სინერგიას მართავენ;
- მონაცემთა სტრატეგებს, რომლებიც ხედავენ დიდ სურათს სხვადასხვა მოდულს მიღმა;
- ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯერებს, რომლებსაც ესმით, რომ ტექნოლოგია ადამიანს უნდა ემსახურებოდეს.

FMG SOFT-ში გვჯერა, რომ წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ კოდი, ეს არის „ERP, რომელიც გისმენს“

სწორედ ამიტომ, უკვე წლებია, ინვესტირებას ვახდენთ განათლებაში და აქტიურად ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან 🎓. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს დავეხმაროთ, კარიერაში პირველი თავდაჯერებული ნაბიჯები სწორედ ჩვენს გუნდში გადადგან.

საგანმანათლებლო სფეროსთან სინერგიით ხელს ვუწყობთ იმას, რომ სტუდენტი შრომის ბაზარს არა მხოლოდ თეორიული ცოდნით, არამედ რეალური, მოთხოვნადი პრაქტიკული უნარებით შეხვდეს.

ჩვენ არ ვნერგავთ მხოლოდ სისტემებს, ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც მომავლის პროფესიონალებს ასაქმებს და აყალიბებს 🚀.

უკვე 7 წელია, რაც FMG SOFT-ი Bitrix24-ის პარტნიორია.🥇ვინარჩუნებთ N1 პოზიციას წარმატებით დანერგილი პროექტების რაოდენობით....
27/07/2026

უკვე 7 წელია, რაც FMG SOFT-ი Bitrix24-ის პარტნიორია.

🥇ვინარჩუნებთ N1 პოზიციას წარმატებით დანერგილი პროექტების რაოდენობით.

🤝ჩვენი მიზანია, ბიზნესებს გავუმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა და შევთავაზოთ ციფრული ტრანსფორმაციის საუკეთესო გადაწყვეტილებები.

🔗შეავსე ფორმა და მოითხოვე პრეზენტაცია ბმულზე:
https://b24-lyfafn.bitrix24.site/crm_form_jrxd5/?ts=1785141405

#გაციფრულდი

📱 FMG Community Mobile App - უკვე ხელმისაწვდომია Easy CRM-ში!FMG Community მობინადრეს სთავაზობს კომფორტულ და პრემიუმ ციფ...
22/07/2026

📱 FMG Community Mobile App - უკვე ხელმისაწვდომია Easy CRM-ში!

FMG Community მობინადრეს სთავაზობს კომფორტულ და პრემიუმ ციფრულ გამოცდილებას, დეველოპერს კი, კომუნიკაციისა და პროცესების მართვის ავტომატიზებულ ინსტრუმენტს.

💳 აპლიკაცია ამარტივებს შიდა განვადებებისა და სერვისის გადასახადების ადმინისტრირებას. მობინადრე სმარტფონშივე ხედავს გადახდის ზუსტ გრაფიკს, ფინანსურ ინფორმაციასა და ავტომატურ შეხსენებებს მოახლოებული ვალდებულებების შესახებ.

შედეგად, მცირდება დაგვიანებული გადახდები, იზოგება გუნდის დრო და ფინანსური პროცესები უფრო გამჭვირვალე ხდება.

Easy CRM დეველოპერებისთვის ქმნის ერთიან ეკოსისტემას, სადაც გაყიდვები, ფინანსები, მობინადრეებთან კომუნიკაცია და სამეზობლოს მართვა სრულად სინქრონიზებულია. 🚀

💻 დაჯავშნე დემო: https://b24-lyfafn.bitrix24.site/Easy_CRM/
#გაციფრულდი

21/07/2026
🏢 შიდა განვადებების ხელით მართვა და საბანკო ამონაწერების ყოველდღიური შედარება დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.⚙️ Easy CRM ...
17/07/2026

🏢 შიდა განვადებების ხელით მართვა და საბანკო ამონაწერების ყოველდღიური შედარება დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.

⚙️ Easy CRM დეველოპერული კომპანიებისთვის ქმნის ერთიან, ავტომატიზებულ ეკოსისტემას, სადაც გაყიდვების პროცესი და ფინანსური ოპერაციები იდეალურადაა სინქრონიზებული.

🎯 სისტემა სრულად ფარავს მომხმარებლის მოგზაურობის ჯაჭვს:

🗓️ ავტომატიზებული გრაფიკი: შიდა განვადების პირობების შეყვანისთანავე, CRM თავად აგენერირებს გადახდის ზუსტ გრაფიკსა და ინვოისებს.

🏦 ბანკთან ინტეგრაცია: მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხა დამატებითი მექანიკური სამუშაოს გარეშე, მომენტალურად აისახება სისტემაში.

🔔 ჭკვიანი შეხსენებები: სისტემა დამოუკიდებლად უგზავნის SMS/Email შეტყობინებებს მომხმარებლებს მოახლოებული თუ ვადაგადაცილებული გადახდების შესახებ.

✅ პროცესი იწყება ბინის რეზერვაციით და სრულდება ავტომატიზებული ტრანზაქციით. დაზოგე დრო, მართე ფინანსები გამჭვირვალედ და აღმოფხვერი ადამიანური შეცდომების რისკი.

💻 დაჯავშნე დემო: https://b24-lyfafn.bitrix24.site/Easy_CRM/

#გაციფრულდი

🎉2026 წლის შედეგებითა და ყველა არსებული მაჩვენებლით, FMG SOFT ინარჩუნებს Odoo-ს N1 პარტნიორის სტატუსს კავკასიისა და ცენტ...
15/07/2026

🎉2026 წლის შედეგებითა და ყველა არსებული მაჩვენებლით, FMG SOFT ინარჩუნებს Odoo-ს N1 პარტნიორის სტატუსს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

#გაციფრულდი

Address

მელიტონ & ანდრია ბალანჩივაძეების #2
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+3222470600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FMG Soft posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to FMG Soft:

Shortcuts

Share