10/31/2026
სანამ რეგისტრაცია გაიხსნება, მოკლედ გეტყვით, ვისთვის შევქმენით QA Bridge და შეგიძლიათ თუ არა მონაწილეობა.
QA Bridge თქვენთვისაა, თუ:
✅ გაქვთ QA / Manual Testing-ის კურსის სერტიფიკატი (არ აქვს მნიშვნელობა, რომელ აკადემიაში გაიარეთ კურსი)
✅ თეორია იცით, მაგრამ რეალურ პროექტზე ჯერ არ გიმუშავიათ (მცირე გამოცდილება მონაწილეობას არ გამორიცხავს)
✅ აქტიური ტესტირების პერიოდში კვირაში 20 საათის გამოყოფა შეგიძლიათ
✅ მზად ხართ, მიიღოთ პროფესიული უკუკავშირი და მასზე იმუშაოთ
✅ გინდათ, ისწავლოთ გუნდში მუშაობა: ვადები, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა
პროგრამა ონლაინ მიმდინარეობს, ამიტომ მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც საქართველოდან, ისე მის ფარგლებს გარეთ.
QA Bridge თქვენთვის არ არის, თუ:
❌ QA კურსი ჯერ არ გაგივლიათ
❌ კიდევ ერთ თეორიულ კურსს ეძებთ
❌ ამ 2 თვის განმავლობაში დროის გამოყოფა არ შეგიძლიათ
📌 სერტიფიკატი აუცილებელი პირობაა.
ადგილები შეზღუდულია (სულ 50 ადგილი) და მონაწილეებს სამეტაპიანი შერჩევით ავარჩევთ.
📅 რეგისტრაცია (შერჩევის პირველი ეტაპი) სულ მალე გაიხსნება. თვალი ადევნეთ გვერდს, რომ არ გამოგრჩეთ.
იცნობთ ადამიანს, რომელსაც ეს ჩამონათვალი ზუსტად აღწერს?
მონიშნეთ კომენტარში 👇
#სტაჟირება