11/08/2026
🚀 ტექნოლოგიები, განათლება და გარემოზე ზრუნვა — სწორედ ამ თემების გადაკვეთაზე დაიგეგმა Poti TechnoWave 2026.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებსა და პედაგოგებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები არა მხოლოდ გაიცნონ, არამედ პრაქტიკაში გამოიყენონ და საკუთარი იდეების განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ.
ამ მიზნით, 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ფოთში საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ ბანაკს ვმასპინძლობთ.
📍 Poti TechnoWave 2026 — ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ახალი იდეების ოთხი დღე.
🚀 Poti TechnoWave 2026 იწყება!
2026 წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ქ. ფოთში გაიმართება საგანმანათლებლო ტექნოლოგიური ბანაკი Poti TechnoWave 2026.
🔍ბანაკის ფარგლებში ჩვენ გაგაცნობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში არსებულ ინოვაციებს, მოგიყვებით მიმდინარე ტექნოლოგიურ ტრენდებზე და პრაქტიკაში გაჩვენებთ ახალი ციფრული ხელსაწყოების გამოყენების მრავალმხრივ შესაძლებლობებს.
🎯 პროგრამა განკუთვნილია ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების IX–XII კლასების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის.
💡 რას გთავაზობს TechnoWave 2026
✅ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინ უსაფრთხოების სწავლება და პრაქტიკული გამოყენება;
✅ ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობების გაცნობა და მისი ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში;
✅ გარემოზე ზრუნვისა და დაკვირვების თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების, ინტერაქტიული რუკებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის აპლიკაციების გაცნობა და გამოყენება;
✅ სასკოლო და სათემო ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული ეტაპების გაცნობა.
📧ჩვენს ბანაკში შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე დარგობრივ ექსპერტებსა და ტრენერებს და მათთან ერთად განიხილოთ და იმსჯელოთ განათლების, ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე.
⏰იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
დარეგისტრირდი 20 აგვისტომდე!
სარეგისტრაციო ფორმა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSffvIuk3Vx_V6xfGnx428oxww6ydioKPI-Fn4NT7_AE_OEWIA/viewform?usp=header
ტექნოლოგიური ბანაკი ორგანიზებულია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ მიერ, ეიპიემ ტერმინალს ფოთის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში.